ირ. გელეიშვილი, მ. დემეტრაძე, ნ. ბაგრატიონი

სამრეწველო წარმოებების უნარჩენო ტექნოლოგია

image-1

უაკ 66

ISBN 978-9941-28-926-2

208 გვერდი

დამტკიცების თარიღი 29.07.2022


 

ეკოლოგიური უსაფრთხოება და უნარჩენო ტექნოლოგია, დედამიწაზე მიმდინარე პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ამ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარება სტუდენტების და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება მთელ რიგ საკითხებში.

დამხმარე სახელმძღვანელოში, „სამრეწველო წარმოებების უნარჩენო ტექნოლოგია“, განხილულია სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმოქმნისა და მათი გადამუშავების ტექნოლოგიური პროცესების საფუძვლები. კერძოთ, მყარი ნარჩენების გადამუშავების ჰიდროდინამიკური პროცესები, თბომცვლელი პროცესები, თერმული მეთოდები, დიფუზიური პროცესები, ქიმიური და ბიოქიმიური პროცესები. აგრეთვე, ზოგიერთი თხევადი ნარჩენის გადამუშავების ხერხი, ბიოგაზის მიღების და გამოყენების ხერხი. მსოფლიო პრაქტიკაში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების ტენდენციები.

დამხმარე სახელმძღვანელო, დაეხმარება, როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებს და ინჟინრებს, აგრეთვე, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტებს და მაგისტრანტებს - ნარჩენების მართვის, სხვადასხვა ტექნოლოგიური პროცესების და წარმოების განვითარების თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლასა და გამოყენებაში.