დ. თავხელიძე

ინგლისურ-ქართული განმარტებითი ლექსიკონი ტექნიკურ მექანიკაში
ENGLISH-GEORGIAN EXPLANATORY DICTIONARY IN TECHNICAL MECHANICS

image-1

უაკ 030

ISBN 978-9941-28-911-8

304 გვერდი

დამტკიცების თარიღი 05.04.2022


 

ჩვენი ქვეყნის განვითარების თანამედროვე ეტაპი ეკონომიკური და საწარმოო გარემოს შეცვლით ხასიათდება, როდესაც სამამულო მრეწველობა აქცენტს აკეთებს დასავლური ტექნოლოგიების ინტენსიურ გამოყენებაზე. ადგილობრივი საინჟინრო კადრებისათვის საერთაშორისო სტანდარტებით მიღებული ინგლისური ტერმინოლოგიის ფლობა პრიორიტეტულად ითვლება და გადაუდებელი ამოცანაა.

აღნიშნული პრობლემის ნაწილობრივად გადაწყვეტის მიზნით გთავაზობთ ინგლისურ-ქართულ განმარტებით ლექსიკონს, სადაც მოცემულია ქართული და ინგლისური საძიებო სისტემა და თანამედროვე მექანიკის ინჟინერიაში მიღებული ტერმინები, ასევე ინგლისური და მეტრული განზომილებების მნიშვნელობები და მათი შესატყვისობა.

ლექსიკონში ასევე მოცემულია საილუსტრაციო მასალა ნახაზებისა და სურათების სახით, რაც მოცემულია მასალის აღქმას საგრძნობლად აიოლებს.

ლექსიკონი განკუთვნილია ინჟინერ-მექანიკოსებისთვის, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისა და მეცნიერებისთვის, რომელთა პროფესიული მოღვაწეობა დაკავშირებულია მანქანების დაპროექტებასა და ექსპლუატაციასთან და მოითხოვს ინგლისური ტერმინოლოგიის ცოდნას.