ნ. ცუცქირიძე

გეომეტრიული დაპროგრამების მეთოდები ATLAS-ის ექსპერიმენტისთვის

image-1

უაკ 681.3.06

ISBN 978-9941-28-957-6

80 გვერდი

დამტკიცების თარიღი 07.04.2023


 

ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) მიმდინარე ATLAS-ის ექსპერიმენტთან ერთად წარმოებს აღნიშნული ექსპერიმენტის სიმუ­ლაცია. სიმულა­ციისათვის საჭირო დეტექტორის გეომეტრიული აღწერის სხვადასხვა პროგრამული ენის გამოყენებით შექმნისა და ინტერპრეტირე­ბისათვის გამოიყენება გეომეტრიული დაპროგრამების პაკეტები: AGDD/XML, GeoModel, GeoModelXML და Geant4. კვლევის შედეგების გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა ATLAS-ის დეტექტორის ერთ-ერთი  Inner Detector ქვედეტექტორის  ახალი Silicon Inner Tracker (ITk)-ით ჩანაცვლება.

ნაშრომში განხილულია გეომეტრიული დაპროგრამების ინფრასტრუქტურა და მასში შემავალ დაპროგრამების პაკეტები. დეტალურად არის აღწე­რილი თუ როგორ ხდება გეომეტრიული დაპროგრამება .gmx/XML-ის საშუალებით, რომელიც GeoModelXML პაკეტის შემადგენელი ნაწილია. აღწერილია .gmx/XML-ში გეომეტრიის მასალების, ცვლადების, მყარი ტანის ობიექტების (ოთხკუთხა პრიზმა, ცილინდრი, კონუსი, შედგენილი კონუსი, შედგენილი პრიზმული ობიექტი, ტრაპეციული პრიზმა და მარტივი პოლიგონი), Boolean ოპერაციებისა და გეომეტრიის პოზიციონირების დაპროგრამების მეთოდები. ასევე მოცემულია .gmx/XML გეომეტრიული აღწერების ვიზუა­ლი­ზაცია gmex ვიზუალიზატორის საშუალებით და ექსპორტი .wrl ფაილში, ასევე შესაბამისი პროგრამული პაკეტების ინსტალაციის პროცედურები და gmex ვიზუალიზატორის ინტერფეისი.


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები