უაკ 796.51
ISBN 978-9941-28-982-8 (PDF)
128 გვერდი
დამტკიცების თარიღი 07.07.2021
საქართველოს უამრავი რესურსი აქვს, რომ მოიზიდოს ტურისტი და მაქსიმალურად დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნები. საკურორტო ტურიზმი ადამიანის ნერვული სისტემის გადახალისების საშუალებაა – დაღლილ, დაუძლურებულ ადამიანს ახალისებს, ააქტიურებს, აუმჯობესებს მის შემოქმედებით უნარიანობას, აჯანსაღებს მის ფსიქიკას.
ტურიზმი გამოიყენება არა მარტო დასვენების, პირადი სიამოვნებისა და, უბრალოდ, გასეირნებისათვის, არამედ, აქვს აგრეთვე ტერიტორიების განსაკუთრებულობისა და განსხვავების, ბუნების უმშვენიერესი წიაღის, ისტორიული ძეგლების გაცნობა-შესწავლის მნიშვნელობა. ნაშრომში მოცემულია საქართველოს კურორტული ფაქტორები, მათი გამოყენების ჩვენებები და უკუჩვენებები, კურორტებისა და საკურორტო ადგილების კლასიფიკაცია: კლიმატური, ბალნეოკლიმატური, ბალნეოლოგიური, ტალახით სამკურნალო და სხვა. კლიმატურში განხილულია მთის, ზღვისპირა, ტბისპირა კურორტები. ბალნეოლოგიური კურორტების წამყვანი ფაქტორია მინერალური სამკურნალო წყალი, ტალახით სამკურნალო კურორტებისა კი – მინერალური სამკურნალო ტალახი. ნაშრომი შეიცავს იმ კურორტების ნუსხას, რომლებიც გამოიყენება სუნთქვის ორგანოთა ქრონიკული დაავადებების, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. ნაშრომში ასევე განხილულია საქართველოს ტურისტული პოტენციალი, ველნეს/რეკრეაციული ტურიზმის მახასიათებლები და საქართველოს საკურორტო შესაძლებლობები ველნეს ტურიზმის მიმართულებით.
ნაშრომი განკუთვნილია ტურიზმის მიმართულების სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და ყველა დაინტერესებული პირისათვის.