უაკ 627.8
ISBN 978-9941-512-21-6
48 გვერდი
დამტკიცების თარიღი 27.12.2023
დამხმარე სახელმძღვანელოს შინაარსი შეესაბამება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის „ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია“ სასწავლო კურსს - „ჰიდროენერგეტიკული დანადგარების წყალენერგეტიკული გაანგარიშების მეთოდები“ და განკუთვნილია მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია მარეგულირებელი ელექტროსადგურების წყალსაცავების შევსებისა და დამუშავების გრაფიკების შედგენის მეთოდები ენგურჰესის მაგალითზე. მეთოდები ეფუძნება ენერგეტიკული დანიშნულების წყალსაცავების ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა: შევსება-დამუშავების ინტენსიურობა, წყალსაცავის ზედაპირიდან აორთქლების დანაკარგი, შესაძლო ფილტრაცია კაშხლის ტანში, ფუძეში და შემოვლით, წყალგაშვებები სამეურნეო და გარემოსდაცვითი მიზნებით.
ყოველივე საფუძვლად უდევს ჯვრის (ენგურჰესის) წყალსაცავის რიცხვით გაანგარიშებებს ენგურჰესის დამახასიათებელი წყლის ხარჯის საშუალოწყლიანი, უხვწყლიანი და მცირეწყლიანი წლებისთვის.
დამხმარე სახელმძღვანელო ხელს შეუწყობს სტუდენტებს გაერკვნენ ჰიდროელექტროსადგურების წყალსაცავების რეჟიმების მართვის პროცესის თავისებურებებში და გამოიყენონ ის სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობის პროცესში.