უაკ 621.395.74
ISBN 978-9941-512-34-6
56 გვერდი
დამტკიცების თარიღი 07.07.2023
მეთოდიკურ მითითებებში წარმოდგენილია 15 ლაბორატორიული სამუშაო, რომელთაგან თითოეული შეიცავს საჭირო თეორიულ მასალას, ამოცანის მიზანს, საწყის მონაცემთა სხვადასხვა ვარიანტს, შესრულების თანამიმდევრობას, ამოხსნის მეთოდსა და შედეგს. ამოცანები სრულდება პროგრამა MathCad-ში, რაც სტუდენტს აღნიშნულ პროგრამაში მუშაობის უნარს შესძენს და პრაქტიკაში სიგნალების ფორმირებისათვის საჭირო გათვლების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.
ამოცანების შესრულებით სტუდენტი შეძლებს: პერიოდული ფუნქციების დაშლას ფურიეს მწკრივად, სიგნალის სხვადასხვა ფორმის (სპექტრის) მიღებას, სიგნალების გარდაქმნის პროცესების შესასწავლად დისკრეტიზაციას, დაკვანტვასა და კოდირებას, ათვლის სხვადასხვა სისტემაში რიცხვების გადაყვანას; ერთტონალური ამპლიტუდური მოდულაციის ჩატარებას.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, ასევე საინტერესო იქნება სატელეკომუნიკაციო ქსელების აგების საფუძვლების შესწავლით დაინტერესებული პირებისათვის.