უაკ 53.08
ISBN 978-9941-512-16-2
344 გვერდი
დამტკიცების თარიღი 19.11.2023
სახელმძღვანელოში განხილულია გამზომი ხელსაწყოებისა და დანადგარების ნაირსახეობა - დაწყებული უმარტივესი ანალოგური ელექტრომექანიკური ხელსაწყოებიდან დამთავრებული იმპულსური და ციფრული, პროგრამულად მართვადი გამზომი ტექნიკითა და ვირტუალური ხელსაწყოებით. მოცემულია მათი სტრუქტურული სქემები და ცალკეული კვანძების დანიშნულება, ინფორმაციული გაზომვითი სიგნალების გარდაქმნის თვალსაზრისით; სხვადასხვა სახის (ინფორმაციული თუ ხელშეშლის) სიგნალების წყაროები, მათი ვიზუალიზაციისა და სპექტრული ანალიზის საშუალებები; გაზომვის მრავალფეროვანი მეთოდები, რომელთა რეალიზაცია ხორციელდება ამ ხელსაწყოების მეშვეობით.
განსახილველი მასალა შერჩეულია და დალაგებული უცხოენოვანი სახელმძღვანელოების გამოცდილების გათვალიწინებით, თუმცა ცალკეულ თავებში გამოყენებულია საჭირო ინფორმაცია არა მხოლოდ რუსი ავტორების (ნეფედოვის, დვორიაშინის, ჩუიკოს და სხვათა) სახელმძღვანელოებიდან, არამედ ქართული გამოცემებიდანაც (ავტორები: ზ. აზმაიფარაშვილი, ძმები მურჯიკნელები, ი. ზედგენიძე, ი. ჩხეიძე), აგრეთვე მასალები შესაბამისი პროფილის ოფიციალური ვებსაიტებიდან; მასალა გამდიდრებულია პრაქტიკულ მეცადინეობებზე განსახილველი ამოცანებით.
განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ციფრული სატელეკომუნიკაციიო ტექნოლოგიების მიმართულების სტუდენტებისათვის, ასევე გამოადგება ამ სფეროში მოღვაწე პირებს.