უაკ 615.014
ISBN 978-9941-512-72-8
160 გვერდი
დამტკიცების თარიღი 24.07.2024
სახელმძღვანელოში განხილულია სითხოვანი წამლის ფორმები - წყლიანი გამონაცემები და მონახარშები, რომლებიც მცენარეული სამკურნალო ნედლეულიდან მიღებული წყლიანი გამონაწვლილებია. მცენარის სხვადასხვა ნაწილებიდან მიღებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსი – გამონაცემებისა და მონახარშების სახით ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობისათვის.
მოცემულია რბილი წამლის ფორმების – მალამოების მიღების ტექნოლოგიური პროცესის თავისებურებები და ძირითადი მახასიათებლები. მოყვანილია მალამოების მომზადებისათვის საჭირო დამხმარე ნივთიერებები - ფუძეები და ემულგატორები, აღნიშნული ნივთიერებების გაანგარიშების მეთოდები, მალამოს მომზადების ტექნოლოგიის განსაკუთრებულობა.
ნაშრომში ასევე განხილულია დოზირებული წამლის ფორმები - სუპოზიტორიები, მოცემულია მათი დამზადებისთვის აუცილებელი წესები და რეკომენდაციები. აღნიშნული ნაშრომით, სტუდენტები სწავლობენ სუპოზიტორიების თვისებებს, მათ თავისებურებებს, სხვა წამლის ფორმებთან შედარებით მათ უპირატესობას, დამზადების ტექნოლოგიური პროცესების ძირითად მახასიათებლებს, კეთილხარისხოვნების შეფასების კრიტერიუმებს.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ფარმაცევტული სპეციალობის სტუდენტებისათვის, ასევე სააფთიაქო დარგის პრაქტიკოსი მუშაკებისათვის.