უაკ 627.84
ISBN 978-9941-512-97-1
104 გვერდი
დამტკიცების თარიღი 25.12.2024
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია შემდეგი საკითხები: ჰიდროსტატიკა, ღია კალაპოტებში წყლის მოძრაობის თავისებურებები, არხების ჰიდრავლიკური და თვითდინებითი მილების გაანგარიშება; სიფონური მილების ვაკუუმ-ტუმბოში ვაკუუმის სიდიდის ასევე გისოსებისა და ბადეების პარამეტრების გამოთვლა; წყლის ხარჯის განსაზღვრა თვითდინებით მილის გამორეცხვისას; პირველი აწევის სატუმბო სადგურის, ფილტრაციული თევზდამცავი კასეტებისა და ციცხვის გაანგარიშება; მილოვანი და შახტური ჭების ჰიდროგეოლოგიური, ასევე წყლის დებიტის განსაზღვრა წყალმიმღების ჭის კამერებში; ჭაბურღილის ფილტრის ზომებისა და სხივური ტიპის წყალმიმღების ჰიდრავლიკური გამოთვლა.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო-საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისა და ამ დარგით დაინტერესებული სპეციალისტებისთვის.