უაკ 336.6
ISBN 978-9941-520-14-3
112 გვერდი
დამტკიცების თარიღი 27.03.2025
ნაშრომი შეესაბამება სასწავლო დისციპლინის, „ფინანსური ინფორმაციის საფუძვლები ენერგეტიკაში“, შესაბამის სტანდარტებს, ასახავს ენერგეტიკული და ზოგადად, განსახილველი საწარმოს ფინანსური აღრიცხვის თეორიის თანამედროვე მიმართულებებს. თანამიმდევრულია სალექციო კურსის შესაბამისად, მოცემულია თითოეული საკითხის, თემის მოკლე შინაარსი, საწარმოს ფინანსური ანგარიშგების პრინციპები, განმარტებები და შესასრულებელი ეტაპების აღწერა. თანდართულია კონკრეტული საკითხების შესაბამისი სავარჯიშოები, კითხვარები და ამოცანები.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.