უაკ 621.38.032
ISBN 978-9941-520-30-3
64 გვერდი
დამტკიცების თარიღი 27.03.2025
ნაშრომი მოიცავს შვიდ ლაბორატორიულ ამოცანას, რომლებიც განკუთვნილია „საინჟინრო ფიზიკის“ საბაკალავრო პროგრამის საგნების - „ნახევარგამტარული ხელსაწყოების ფიზიკური საფუძვლები“ და „მოკროელექტრონიკისა და ოპტოელექტრონიკის ფიზიკური საფუძვლები“- სილაბუსებში შეტანილი პრაქტიკული მასალის ასათვისებლად საინჟინრო ფიზიკის სპეციალობის სტუდენტებისათვის.
სტუდენტები გაეცნობიან ნახევარგამტარული ხელსაწყოების ფიზიკურ საფუძვლებს, თითოეული ამოცანის თეორიულ ნაწილს, მუშაობის პრინციპებს და მათი პარამეტრების გაზომვას.
ლაბორატორიული სამუშაოების მიზანია სტუდენტების თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გაღრმავება. ამასთან ერთად ისინი გამოიმუშავებენ დამოუკიდებლად სქემების აწყობის, ცდების ჩატარების, ანათვლების აღების, დამუშავების და გრაფიკების აგების უნარებს.