უაკ 551.578.48/625.7
ISBN 978-9941-520-26-6
128 გვერდი
დამტკიცების თარიღი 27.03.2025
მონოგრაფიაში განხილულია საქართველოს მთიანი რაიონების საავტომობილო გზების ზვავსაშიშროება, ექსპედიციური და კარტოგრაფიული მასალების ანალიზის საფუძველზე. დადგენილია ზვავწარმომქმნელი ფაქტორების თავისებურება. კერძოდ, დადგინდა ასეულობით ზვავშემკრების გავრცელების საზღვრები და მორფომეტრიული მახასიათებლები, გამოვლინდა რეჟიმი და ზვავების დინამიკური მახასიათებლები. შედგენილია საავტომობილო გზებზე ზვავშემკრებების გავრცელების მსხვილმასშტაბიანი რუკები. ზვავწარმომქმნელი ფაქტორების (რელიეფი, კლიმატი, მცენარეული საფარი) და ზვავსაშიშროების გათვალისწინებით, საავტომობილო გზებისთვის ზვავისგან მიყენებული ზარალის აცილების მიზნით, წარმოდგენილია ზვავსაწინააღმდეგო რეკომენდაციები.