რ. მორჩილაძე, ა. შარვაშიძე, დ. გოგიშვილი

სარკინიგზო მოძრავ შემადგენლობათა ავტომატური მუხრუჭები

image-1

უაკ 656.2

ISBN 978-9941-520-87-7

192 გვერდი

დამტკიცების თარიღი 30.06.2025


 

ნაშრომში განხილულია სარკინიგზო მოძრავ შემადგენლობათა სამუხრუჭო მოწყობილობების და­ნიშნულება და მართვის  პროცესები, სამუხრუჭო ძალისა და მანძილის ნორმატიული სი­დი­დეების უზ­რუნ­ველყოფის წინა პირობები, მუხრუჭების მართვისა და დამუხრუჭების ხელსაწყოების კონს­ტრუქ­ცი­ული მოწყობა და მოქმედების პრინციპები, სამუხრუჭო სისტემაში შემავალი ყველა კვანძის ფუნ­ქციური (უტყუარი მოქმედების) უზრუნველყოფის საკითხები. დაწვრილებით არის მოცემული სამუხ­რუჭო მოწ­ყობილობათა საექსპლუატაციო გამართულობის უზრუნველყოფის, ტექნიკური მომსახურების და მოვლა-შენახვის გამოყენების წესები, ყველა სახის მატარებლისათვის: სატვირთო, სამგზავრო და ელექტრო­მოძრავი შემადგენლობებისთვის. განხილულია  სამუხრუჭო ძალისა და მანძილის გამოთვლის მაგა­ლი­თები სხვადასხვა მასის მქონე მატარებლებისათვის.

სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სის­ტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. იგი ასევე დიდ დახმარებას გაუ­წევს  პროფესიული სწავლების სტუდენტებს, წარმოებაში დასაქმებულ სალოკომოტივო, სავაგონო და სალიანდაგო ქვედარგების ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს და სხვა დაინტერესებულ პირებს.

 


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები