ია ბურდული

უცხოური ენის ინტერდისციპლინურ პროექტზე დაფუძნებული სწავლება

(გერმანული, როგორც უცხოური ენა)

image

უაკ 811.11

ISBN 978-9941-528-21-7 (PDF)

72 გვერდი

დამტკიცების თარიღი 26.03.2026


 

ინტერდისციპლინურ პროექტზე დაფუძნებული უცხოური  ენის სწავლება (გერმანული, როგორც უცხო ენა) ითვალისწინებს უცხოურ ენაზე ინტერდისციპლინური პროექტის შედგენის შესწავლას და ორიენტირებულია საბაზო და დარგობრივი უცხოური ენის თანამედროვე მეთოდიკით შესწავლაზე.

წიგნში ტექნიკური კომუნიკაციისა და გამოყენებითი ლინგვისტიკის მეთოდთა ანალიზის სა­შუალებით განხილულია როგორც პროექტის შედგენის მექანიზმები და მეთოდები, ასევე ინტერ­დის­ციპლინური პროექტების სტრუქტურები და მაგალითები. გაანალიზებულია ვირტუალური რეა­ლობისა და აუდიტორია-სცენის როლი, განმარტებულია უცხოურ ენაზე თემის შერჩევისა და ინტერ­დისც­იპლინურ პროექტზე მუშაობის პროცესი, პროექტის წარდგენისა და შეფასების მნიშვნელობა, წინ წამოწეულია მენტორი - სტუდენტის როლი და ღირებულება, სტუდენტთა მონაცვლეობითი ფუნქციების მნიშვნელობა პროექტზე ინდივიდუალური და გუნდური მუშაობისას.

სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუდენტებისათვის, გერმანული და სხვა უცხოური ენის მასწავლებლებისა და უცხოური ენის თანამედროვე სწავლებით დაინტერესებული სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისათვის.


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები