უაკ 327
ISBN 978-9941-20-489-0
189 გვერდი
დამტკიცების თარიღი 06.06.2014
მონოგრაფიაში განხილულია ტერიტორიული მთლიანობისა და სეპარატიზმის პრობლემები საქართველოში. სეპარატიზმი, განსაკუთრებით კი აგრესიული სეპარატიზმი, გადაუჭრელ პრობლემად რჩება თანამედროვე მსოფლიოსთვის და საფრთხეს უქმნის სახელმწიფოთა ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს წინაშე ამ კუთხით მართლაც სერიოზული გამოწვევებია. ქვეყანაში სეპარატისტულად განწყობილი ორი რეგიონის არსებობის ფონზე საქართველო წლების განმავლობაში ვერ ახერხებს აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა და ეს დღემდე უმთავრეს პრობლემად რჩება. მონოგრაფია, უპირველეს ყოვლისა, განკუთვნილია სოციალურპოლიტიკური, საერთაშორისო სამართლისა და კონფლიქტოლოგიის სპეციალობების სტუდენტთათვის, ასევე ამ პრობლემით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.