უაკ 621.313
ISBN 978-9941-20-480-7
128 გვერდი
დამტკიცების თარიღი 06.06.2014
წარმოდგენილი მეთოდიკური მითითებების დანიშნულებაა, დაეხმაროს სტუდენტს პრაქტიკული სამუშაოებისა და საკურსო დაპროექტების შესასრულებლად სამთო მანქანების ელექტრულ ამძრავში, დაპროგრამების სისტემა MATLAB-ის გამოყენებით. განხილულია მუდმივი და ცვლადი დენის ძრავების მექანიკური მახასიათებლების აგება ძრავას ორივე სახის სამუშაო რეჟიმში. საკურსო დაპროექტება ითვალისწინებს სამთო მანქანების, კერძოდ საშახტო ჯალამბრისა და ქანქარასებრი კიდული ბაგირგზის ამუშავების პროცესის გაანგარიშებას საწევი ბაგირის სიხისტის კოეფიციენტის გათვალისწინებით. მოკლედაა წარმოდგენილი თეორიული მასალა, რომელიც აუცილებელია პრაქტიკული და საკურსო სამუშაოების შესასრულებლად.განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის, სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის.