უაკ 800.8
ISBN 978-9941-20-382-4
136 გვერდი
დამტკიცების თარიღი 06.06.2013
შემუშავებულია საწყისი ინფორმაციის წინასწარი დამუშავებით და მასწავლებლის მეშვეობით მანქანური სწავლებით სახეთა ამოცნობის თეორია, რომელიც განსხვავდება ამჟამად არსებული მანქანური სწავლებისა და სახეთა ამოცნობის თეორიებისგან. ამ თეორიის საფუძველზე შექმნილია სწავლებით სახეთა ამოცნობის სისტემა − სსას. იგი მოიცავს: 1) საწყისი ინფორმაციის წინასწარი დამუშავების, 2) მასწავლ და 3) ამოცნობის მოდელებს. სსას-ის ფუნქციონირება არ არის დამოკიდებული საკვლევი ობიექტების (სახეთა) ფიზიკურ არსზე, მათი მახასიათებელი საწყისი პარამეტრების ტიპსა და რაოდენობაზე. სისტემას შეუძლია მინიმალური საწყისი ინფორმაციის საფუძველზე სხვადასხვა დარგში (ეკოლოგია, ბიოლოგია, გეოლოგია, გეოფიზიკა, მედიცინა, სამხედრო საქმე და ა.შ.) გადაწყვიტოს სახეთა ამოცნობის ამოცანები. მონოგრაფია განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისა და ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის.