უაკ 622.24
ISBN 978-9941-20-019-9
367 გვერდი
დამტკიცების თარიღი 15.12.2011
ნაშრომი წარმოადგენს ნავთობზე და გაზზე ღრმა ჭაბურღილების გაყვანისა და გამაგრების დროს გამოყენებულ საბურღი და ცემენტის ხსნარებთან დაკავშირებულ საინჟინრო-ტექნიკური, ტექნოლოგიური პრობლემების მთლიან კომპლექსზე არსებულ თანამედროვე შეხედულებების სრულ ინფორმაციას. სამუშაოს პირველ ნაწილში წარმოდგენილია მონაცემები საბურღი ხსნარების შესახებ, მეორეში – სატამპონაჟო მასალებზე და ხსნარებზე. ფრიად საინტეროსო და ორიგინალურია მონოგრაფიის ის თავები, სადაც მოცემულია ავტორის პირადი სამეცნიერო კვლევები, რომლებიც ეხება საბურღი და ცემენტის ხსნარების ხარისხის ასამაღლებლად ჩაისა და ღვინის წარმოების ნარჩენების გამოყენების პერსპექტივებს. ყველა განხილულ საკითხზე მოყვანილია ძალიან ფართო მასალა, რომლებიც სასარგებლო იქნება შესაბამისი სპეციალობის, როგორც სტუდენტების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, მასწავლებლების და მეცნიერ-თანამშრომლებისათვის, ასევე ნავთობის მომპოვებელ მრეწველობაში დასაქმებულ ინჟინერ-ტექნიკური მუშაკებისათვის.