უაკ 624.01:681.11:691.17
ISBN 978-9941-20-306-0
34 გვერდი
დამტკიცების თარიღი 06.06.2013
მოცემულია მერქნის დროებითი, ნორმატიული და საანგარიშო წინაღობების, ტენიანობის და სიმკვრივის გამოთვლის თეორიული წინაპირობები. განხილულია ექსპერიმენტული გზით, სუფთა სტანდარტული ხის ნიმუშების გამოცდით მერქნის ტენიანობის, სიმკვრივის და სიმტკიცის (კუმშვა ბოჭკოების გასწვრივ, სტატიკური ღუნვა, ახლეჩა ბოჭკოების გასწვრივ) მახასიათებლების დადგენა ლაბორატორიულ პირობებში. განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტის სამშენებლო კონსტრუქციების მიმართულების სტუდენტებისა და ამ საკითხით დაინტერესებულ პირთათვის.