უაკ 691(082)
ISBN 978-9941-14-870-5
112 გვერდი
დამტკიცების თარიღი 11.10.2010
წინამდებარე ტესტებისა და ამოცანების კრებულის გამოცემის აუცილებლობა განპირობებულია უმაღლესი პროფესიული განათლების და ბაკალავრიატის სტუდენტების მიერ „საშენი მასალებისა და ნაკეთობების“ სასწავლო კურსის საფუძვლიანად და სიღრმისეულად ათვისების საჭიროებით.კრებულში, „საშენი მასალებისა და ნაკეთობების“ კურსის სილაბუსებში მოყვანილი სალექციო, პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობების განრიგის შესაბამისად, ჩამოყალიბებულია გამოთვლითი, შეფასებითი, თვისებრივი და ექსპერიმენტული ამოცანები და შეკითხვები. მათ საფუძველზე კი შედგენილია ტესტები. ტესტებში წარმოდგენილ ამოცანებზე და შეკითხვებზე პასუხის გასაცემად სტუდენტს ეძლევა შეზღუდული დრო. ყოველივე ეს განაპირობებს მის მობილურობას, უნვითარებს სწრაფ და ანალიტიკურ აზროვნებას და მიზანმიმართულს ხდის ახალგაზრდის შრომას.ვფიქრობთ, ნაშრომში მოყვანილი ამოცანებისა და კითხვარების გაცნობა, გააზრება და ამოხსნა სტუდენტისთვის თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებზე მიღებული ცოდნის განმტკიცების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.