უაკ 681.3
ISBN 978-9941-20-137-0 (ყველა ნაწილი), 978-9941-20-139-4 (მეორე ნაწილი)
56 გვერდი
დამტკიცების თარიღი 05.06.2012
მეთოდიკური მითითებების მეორე ნაწილი განკუთვნილია იმ ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ლაბორატორიული სამუშაოების ჩასატარებლად. მასში განხილულია C# ენის ისეთი ძირითადი საკითხები, როგორიცაა სახელების სივრცე, ინტერფეისების რეალიზების საშუალებები, თარიღთან სამუშაო ფუნქციები, ფაილებთან და გრაფიკულ გამოსახულებებთან მუშაობის საშუალებები და ა. შ. თითოეულ ლაბორატორიულ სამუშაოს ახლავს მოკლე თეორიული ცნობები და შესაბამისი საკითხის პრაქტიკული გადაწყვეტა.