უაკ 681.32
ISBN 978-9941-20-111-0
175 გვერდი
დამტკიცების თარიღი 05.06.2012
დამხმრე სახელმძღვანელოში განხილულია ძირითადი ლოგიკური ოპერაციები და მათი რეალიზაციის მეთოდები ინტეგრალური ელემენტების გამოყენებით. მოცემულია სქემატექნიკური მოდელირების პროგრამის Multisim10-ის კომპონენტების ბიბლიოთეკაში არსებულ SN74, CD4000, CD4500 სერიებში შემავალი ციფრული ინტეგრალური მიკროსქემების, თანამედროვე დამხსომებელი მოწყობილობების, მიკროკონტროლერებისა და პროგრამირებადი ლოგიკური მატრიცების მოქმედების პრინციპის აღწერა. განხილულია საშუალო და დიდი ინტეგრაციის ციფრული მიკროსქემების გამოყენებით როგორც ხისტი, ისე პროგრამირებადი ლოგიკის მქონე ციფრული მოწყობილობების პროექტირების საკითხები. დამხმრე სახელმძღვანელო შედგენილია ელექტროტექნიკური სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, შესაბამისი სილაბუსების მიხედვით. იგი სასარგებლო იქნება, აგრეთვე, ამავე დარგის მაგისტრანტებისა და მკითხველთა იმ წრისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ციფრული მოწყობილობის პროექტირების საკითხებით.