ა. კოხტაშვილი, მ. რუხვაძე, ლ. ხუხუნაიშვილი

ელექტრული სადგურებისა და ქვესადგურების
ელექტრული ნაწილი
მეთოდური მითითებები ლაბორატორიული
სამუშაოების შესასრულებლად

image-1

უაკ 621.311

ISBN 978-9941-20-084-7

24 გვერდი

დამტკიცების თარიღი 09.03.2012


 

ლაბორატორიული სამუშაოები მოიცავს „ელექტრული სადგურებისა და ქვესადგურების ელექტრული ნაწილის“ კურსის ძირითად საკითხებს: სინქრონული გენერატორების მუშაობის რეჟიმებს, კერძოდ, სტატორის დენის აგზნების დენის სიდიდეზე დამოკიდებულებას გენერატორის აქტიური დატვირთვის სხვადასხვა მნიშვნელობის დროს, შიშველი გამტარების გახურების პროცესს ნორმალურ რეჟიმში, გენერატორის სინქრონიზაციის საკითხებს, ტრანსფორმატორის გრაგნილების შეერთების ჯგუფების შესწავლას, დნობადი მცველების მახასიათებლებს და მანაწილებელ მოწყობილობებში ოპერატიული გადართვების საკითხებს.
ვირტუალური ლაბორატორიული სამუშაოების კრებული შექმნილია პროგრამა Visual Basic-ის გამოყენებით, რომელიც იძლევა სამუშაოების ჩატარების საშუალებას, როგორც საუნივერსიტეტო კომპიუტერულ ლაბორატორიაში, ასევე დამოუკიდებლად საკუთარ პერსონალურ კომპიუტერზე.
განკუთვნილია ბაკალავრიატისა და უმაღლესი სპეციალური განათლების ელექტროენერგეტიკული მიმართულების სტუდენტებისთვის.


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები