თ. ჩხეიძე

ბიზნესის მოკლე განმარტებითი
ლექსიკონი

image-1

უაკ 338(038)+802.0

ISBN 978-9941-20-013-7

272 გვერდი

დამტკიცების თარიღი 18.05.2011


 

ბიზნესგარემო სხვადასვა საბაზო და სპეციალური განათლების არმქონე პირთა ასპარეზია, ამიტომ ლექსიკონის შედგენისას ვცდილობდი კომპაქტურად გადმომეცა ტერმინების ფართო სპექტრი (საკუთრივ ბიზნესი, ეკონომიკა, იურისპრუდენცია, ტექნიკა, ტექნოლოგია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია და სხვა).
ლექსიკონს თან ერთვის ბიზნესის მოკლე განმარტებითი ლექსიკონის შესატყვისი ინგლისურ-ქართული სიტყვარი, რომელიც გაუადვილებს მომხმარებელს უცხო ტექსტის ადეკვატურ გააზრებას და საკუთრივ ლექსიკონის გამოყენებას.
ბიზნესის მოკლე განმარტებითი ლექსიკონი დაეხმარება როგორც ყველა საფეხურის სტუდენტის ეკონომიკური განათლების საქმეს, ისე სპეციალისტებს მათ ყოველდღიურ საქმიანობაში.
მადლობას ვუხდი სარედაქციო კოლეგიას და რეცენზენტებს გაწეული შრომისათვის, აგრეთვე მეცნიერებისა და ბიზნესის ასოციაციას ლექსიკონის გამოცემის საქმეში გაწეული დახმარებისათვის.
მზად ვარ მადლიერების გრძნობით მივიღო და გავითვალისწინო მომხმარებლის მართებული შენიშვნები. 


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები