უაკ 517.958
ISBN 978-9941-20-470-8 (ყველა ნაწილი), 978-9941-20-700-6 (მესამე ნაწილი)
136 გვერდი
დამტკიცების თარიღი 24.06.2016
დამხმარე სახელმძღვანელოს საფუძვლად დაედო ავტორების მიერ მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგები. ამ ტომში განხილულია ცოცხალი სისტემის კონსტრუირების ფრაქტალური მეთოდები, გეომეტრიულად კონსტრუირებადი ფრაქტალები; იტერირებად ფუნქციათა სისტემები; ფრაქტალურ-ვეივლეტური მეთოდების გამოყენება სიგნალების კოდირებისა და დეკოდირებისას; შესწავლილია დინამიკური ფრაქტალები, რომლებიც დაკავშირებულია კვადრატულ ასახვებთან კომპლექსურ არეში. მოყვანილია ჟულიას სიმრავლეების აგებისა და მანდელბროტის სიმრავლის ფორმირების პროგრამები. ნაშრომი განკუთვნილია სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.