თ. წივწივაძე, ნ. ჩიგოგიძე, რ. კლდიაშვილი, რ. სხილაძე, ჟ. გაბრიჭიძე, გ. სულაქველიძე

ტოპინამბური (მითი და რეალობა)

image-1

უაკ 615.32

ISBN 978-9941-20-572-9

99 გვერდი

დამტკიცების თარიღი 15.12.2014


 

ტოპინამბური (ქართული სახელწოდება-მიწავაშლა) ცნობილია როგორც საკვები (კარტოფილის ალტერნატივა) და როგორც სამკურნალო-პროფილაქტიკური (უპირველესად ანტიდიაბეტური) მცენარეული ნედლეული, რომელიც შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა უნიკალურ კომპლექსს-ფრუქტოზის პოლიმერულ ინულინს (16-დან 20%-მდე), ორგანულ მჟავებს, პექტინებს, უჯრედისს, ცხიმებს, ცილებს, შეუცვლელ ამინომჟავებს, აგრეთვე  40-მდე მაკრო და მიკროელემენტს. ტოპინამბური განსაკუთრებით მდიდარია ვიტამინებით ( C2, B1, B2, B6, PP   და სხვ.).
ტოპინამბურისაგან მომზადებული კვების პროდუქტი არა მარტო გემრიელი და მარგებელია, არამედ აქვს პროფილაქტიკურ-სამკურნალო თვისებები–ორგანიზმიდან გამოაქვს მძიმე მეტალები და რადიონუკლიდები, ტოპინამბურის სიროფი არა მარტო ცვლის შაქარს, არამედ შედგება სამკურნალო ფრუქტოზისგან, დაბლა სწევს შაქარისა და ქოლესტერინის დონეს სისხლში, საფუძველია ბავშვთა სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად, ტოპინამბურის (ვარდკაჭაჭასთან ერთად) ფოთლებისგან დამზადებული ბრიკეტები ცნობილი ანტიდიაბეტური წამალია. ტოპინამბურის მწვანე მასისგან დამზადებული სპირტიანი გამონაცემი ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა კოსმეტიკაში. ტოპინამბურის ტუბერის ფხვნილისაგან დამზადებული ტაბლეტები დღემდე შეუცვლელი ანტიდიაბეტური საშუალებაა. ტოპინამბურის, ვარდკაჭაჭას და ნატურალური ყავის კომბინირებული ნარევი-„ხელოვნური ყავა“ შეუდარებელია გემოვნური თვისებებით და არაჩვეულებრივი არომატით.
შემუშავებულია თეთრი, რუხი და შავი პურის ტოპინამბურით გამდიდრების ორიგინალური რეცეპტურები და ტექნოლოგიები. კარგ გემოსთან ერთად ახალი თაობის ანტიდიაბეტურ პურს აქვს შესანიშნავი კვებითი და პროფილაქტიკურ-სამკურნალო ღირებულება.
ტოპინამბურის ბაზაზე დამზადებული არაყი „ტოპინამბურა“, რომელიც შეიცავს ტოპინამბურის მჟავურ ჰიდროლიზატს, ბუნებრივ მრავალატომიან სპირტებსა და მცენარეული ნედლეულის ეთერზეთებს, ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ანტიდიაბეტური თვისებებით.
მონოგრაფია განკუთვნილია ქიმიაში, ბიოლოგიაში, ბიოტექნოლოგიაში, კვების მრეწველობასა და მედიცინაში მოღვაწე სპეციალისტების, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის.


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები