უაკ 621.921.4 620.179.5
ISBN 978-9941-20-768-6 (ყველა ნაწილი), 978-9941-20-769-3 (პირველი ნაწილი)
250 გვერდი
დამტკიცების თარიღი 27.12.2016
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია მერქნისა და მერქნული მასალის დამმუშავებელი ჩარხების, საჩარხო სისტემებისა და ინსტრუმენტების საერთო ტექნიკური ცნობები, ჩარხების კლასიფიკაცია ჯგუფების მიხედვით, ტექნოლოგიური და კონსტრუქციული სქემები, მოწყობილობები. მოყვანილია კონსტრუქციების ვარიანტები, ტექნოლოგიური და კონსტრუქციული პარამეტრები; აღწერილია ჩარხების მუშაობისათვის აუცილებელი ძირითადი და დამხმარე მექანიზმები და მოწყობილობები; მოცემულია ტექნოლოგიური გაანგარიშებები ექსპლუატაციის პირობებთან დაკავშირებით, აგრეთვე ტექნოლოგიისა და მოწყობილობების თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები. ნაშრომში განხილულია მერქნული მასალების ჭრით დამუშავების საკითხები, კერძოდ, მოცემულია კინემატიკური და დინამიკური თანაფარდობანი ჭრისას, ჭრის პროცესის თეორიული და ექსპერიმენტული კვლევა, დამუშავების ხარისხი, დამუშავების სიზუსტე და სისუფთავე. წიგნში განხილულია მერქნული მასალის ჭრით დამუშავების ძირითადი სახეები: მრგვალი და ლენტური ხერხებით, ჩარჩოხერხით ხერხვა, რანდვა, ფრეზვა, ახდა, ბურღვა, ხარატება და ხეხვა. მოცემულია აგრეთვე მერქნული მასალის ჭრა ზესალი იარაღებით. დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია მერქნული მასალის დამუშავების პროფილის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ასევე დახმარებას გაუწევს მერქნისა და მერქნული მასალის დამმუშავებელ საწარმოებში მომუშავე ინჟინრებსა და კონსტრუქტორებს პრაქტიკული საკითხების გადაჭრაში.