შ. გაგოშიძე, მ. კოდუა, ი. საღინაძე, ი. ქადარია

სამდინარო ჰიდრომშენებლობა და საქართველოს
შავიზღვისპირეთის გეომორფოლოგიური
პროცესები

image

უაკ: 627.221.2

ISBN: 978-9941-20-746-4

გვერდი: 192

დამტკიცების თარიღი: 24.06.2016


 

მონოგრაფიაში განხილულია საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონებში წარმოქმნილი სახიფათო გეომორფოლოგიური ცვლილებები, განპირობებული ჰიდროსაინჟინრო მშენებლობით მდინარეების – ენგურის, რიონისა და ჭოროხის წყალშემკრებ აუზებში. გამოკვლეულია ნაპირდამცავ ღონისძიებათა წარუმატებლად განხორციელების მიზეზები. კრიტიკულადაა შეფასებული უცხოური ფირმების მიერ საქართველოში განხორციელებული გარემოსდაცვითი და საზღვაო-ჰიდროსაინჟინრო ხასიათის პროექტები. შემუშავებულია ზღვის სანაპირო არეებში კალაპოტური პროცესებისა და საზღვაო-სამდინარო ჰიდროტექნიკური ნაგებობების ჰიდრავლიკური გაანგარიშების ანალიზური და რიცხვითი მეთოდები, რომელთა გამოყენება უზრუნველყოფს სანაპირო ზოლის სტაბილიზაციასა და მდინარეთა შესართავებში არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების საიმედო ექსპლუატაციას.
წიგნი ძირითადად მოიცავს ავტორთა მიერ, სხვადასხვა პერიოდში შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და ევროკავშირის პროგრამა – "Black Sea Basin Joint Operational Programme 2007 – 2013" გრანტების ფარგლებში შესრულებულ კვლევათა შედეგებს. მასში გამოყენებულია საქართველოში მოქმედი მრავალი საპროექტო-კვლევითი ორგანიზაციის, კერძოდ, შპს "ნაპირდაცვის", სსიპ "თბილწყალგეოს", შპს "გამა კონსალტინგის" და სხვა ორგანიზაციების მონიტორინგული ხასიათის კვლევების ხელმისაწვდომი მასალა;
ნაშრომი განკუთვნილია სამდინარო და საზღვაო ჰიდროტექნიკური მშენებლობისა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალის, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის.