უაკ 577.1:547.454
ISBN 978-9941-20-922-2
93 გვერდი
დამტკიცების თარიღი 17.05.2017
ნახშირწყლები ცილებთან და ცხიმებთან ერთად უმნიშვნელოვანესი ნივთიერებებია და აუცილებელია ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმისათვის არა მარტო როგორც ენერგიის წყარო, არამედ მრავალი სხვა ფუნქციის შესასრულებლად. ამჟამად ცნობილია ნახშირწყლების მაღალსპეციფიკური ჯგუფები: N-გლიკოზიდები, ნუკლეოზიდები და მათი წარმოებულები, ვიტამინები C და B15, სისხლის ბუნებრივი ანტიკოაგულანტი – ჰეპარინი, ჰიალურონის მჟავა, რომელიც ხელს უშლის მიკროორგანიზმების შეღწევას ორგანიზმში და დიდ როლს ასრულებს განაყოფიერების პროცესში, გლიკოზიდური ანტიბიოტიკები, მიკროორგანიზმების სპეციფიკური პოლისაქარიდები და სხვა.ბოლო ხანებში დიდი ყურადღება ექცევა რთულ შერეულ პოლიმერებს, რომლებიც შეიცავს ნახშირწყლებს. ასეთ შერეულ ბიოპოლიმერებს ნუკლეინის მჟავების გარდა მიეკუთვნება ლიპოპოლისაქარიდები, გლიკოპროტეიდები, გლიკოლიპიდები, გლიკოლიპოპროტეიდები და სხვა. ნახშირწყლები და მათი წარმოებულები განსაზღვრავს ორგანიზმში ცალკეული სისტემების მაღალ სპეციფიკურობას. ამის მიზეზია თვით ნახშირწყლების სტრუქტურა, რომელსაც აქვს ასიმეტრიული ცენტრების დიდი რიცხვი, სტერეოიზომერები და კონფორმერები.დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრების, მაგისტრანტების და დოქტორანტებისათვის.