უაკ 53
ISBN 978-9941-20-940-6
112 გვერდი
დამტკიცების თარიღი 17.05.2017
სახელმძღვანელო ისეა შედგენილი, რომ სტუდენტმა შეძლოს მასზე დამოუკიდებლად მუშაობა. გავლილი ზოგადი ფიზიკის კურსის გამოყენების საფუძველზე გაიაზროს ის მთავარი, რაც აუცილებელია თანამედროვე მასალების გასაუმჯობესებლად და ახალი მასალების მისაღებად. გააანალიზოს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მასალის ქიმიურ შედგენილობას, ფორმას, ზომას, კრისტალოგრაფიას, ასევე შინაგან და ელექტრონულ სტრუქტურას მასალის ფიზიკურ-მექანიკური თვისებებისთვის. სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის და მონათესავე პროგრამით მოსწავლე ბაკალავრიატის მაღალი კურსის სტუდენტების, ასევე ლითონმცოდნეობით დაინტერესებული მაგისტრანტებისათვის.