დააჭირეთ Enter-ს შედეგების სანახავად ან Esc-ს გასაუქმებლად.

ვ. ვარდოსანიძე, თ. მახარაშვილი, ზ. ლაოშვილი, ნ. ჩაჩავა, ნ. ფაილოძე

ურბანული სივრცის მდგრადი განვითარების
პრობლემები საქართველოში

image

უაკ: 577.47/.48

ISBN: 978-9941-20-954-3

გვერდი: 288

დამტკიცების თარიღი – 17.05.2017

თანამედროვე ინტენსიური ურბანიზაციის ფონზე ქვეყნების ეკონომიკურ-პოლიტიკური განვითარების პროცესში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ქალაქის განვითარების პროცესების შესწავლისა და მართვის საკითხების კვლევა. ევროკავშირის ტემპუსისპროექტ RETHINKe-ს ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე დამუშავებული და წარმოდგენილი იქნა „მდგრადი ურბანისტიკის“ საგანმანათლებლო სადოქტორო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ამ მიმართულებით მიმდინარე კვლევების თავმოყრას, გაძლიერებასა და ხელშეწყობას. წარმოდგენილი პროგრამის სპეციალური კურსი ეყრდნობა ქალაქგანვითარების ისეთ ძირითად საკითხებსა და კვლევებს, როგორიცაა ურბანული ეკოლოგია, ქალაქის საცხოვრისის განვითარების პრობლემები, გეოინფორმაციული სისტემები და სხვა.
წარმოდგენილი სახელმძღვანელო არის ნაკრები იმ სტატიებისა და ნაშრომებისა, რომლებიც ასახავენ მსოფლიო გამოცდილებას ურბანული კვლევების მიმართულებით, წარმოადგენენ მიმდინარე პრობლემებს, ურბანულ გამოწვევებს  საქართველოში, მოიცავენ მეთოდოლოგიური და დარგობრივი ანალიზის საკითხებს.
პირველი ნაწილის „ურბანული ლანდშაფტის განვითარების წინამძღვრების“ ავტორი არის  არქიტექტურის დოქტორი, სტუ-ის პროფესორი თენგიზ მახარაშვილი; მეორე ნაწილისა – „მასალა განსჯისთვის – საქართველოში საქალაქო საცხოვრისის რეფორმის კონცეფცია“ – არქიტექტურის დოქტორი, ურბანისტი, სტუ-ის პროფესორი ვლადიმერ ვარდოსანიძე, მესამე ნაწილის – „გეოინფორმაციული სისტემები და მათი კარტოგრაფიული საწყისები“ – გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ის პროფესორი ზურაბ ლაოშვილი. სახელმძღვანელო შეადგინეს და  დასაბეჭდად მოამზადეს არქიტექტურის დოქტორმა, სტუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ჩაჩავამ და ეკონომიკის დოქტორმა, სტუ-ის პროფესორმა ნინო ფაილოძემ.
სახელმძღვანელო განკუთვნილია არქიტექტურის, ურბანისტიკის, დიზაინის მიმართულების სტუდენტებისა და ასევე ურბანისტიკის თემით დაინტერესებული სპეციალისტებისათვის.


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები