შ. კელეპტრიშვილი, ხ. მიქაძე

პალეოეკოლოგია და ტაფონომია

image-1

უაკ 577.4

ISBN 978-9941-28-170-9 (PDF)

88 გვერდი

დამტკიცების თარიღი 28.02.2018


 

სალექციო კურსში მოცემულია ძირითადი საერთო ეკოლოგიური წარმოდგენები, განხილულია პალეოეკოლოგიის საერთო საკითხების თანამედროვე კონცეფციები, რომლებიც დაკონკრეტებულია ხერხემლიანების, ხმელეთისა და წყლის მცენარეების, აგრეთვე ზღვის უხერხემლოების პალეოეკოლოგიური კვლევების მასალებით. გადმოცემულია პალეოეკოლოგიური კვლევების მეთოდიკა და ტექნიკა. განხილულია გლობალური პალეოეკოლოგიის საკითხები და ძველი ორგანიზმების დიდი ჯგუფების გადაშენების პრობლემა. ლექციების კურსის მეორე ნაწილი ეთმობა ტაფონომიის პრობლემებს და ტაფონომიური კვლევების მეთოდებს. განხილულია ნამარხი ორგანიზმების ადგილსაპოვნელის წარმოშობის ძირითადი კანონზომიერება. მოცემულია ტაფონომიური, პალეოეკოლოგიური და აქტუოპალეონტოლოგიური კვლევების მეთოდები. მოტანილია სხვადასხვა გენეზისის ადგილსაპოვნელების ტაფონომიური ანალიზის მაგალითები.
გამოცემა განკუთვნილია გეოლოგიური სპეციალობის სტუდენტებისათვის. ის საინტერესო იქნება ასევე გეოლოგების ფართო წრისათვის, სტრატიგრაფების, პალეონტოლოგებისა და ლითოლოგებისათვის.


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები