უაკ 553:622.03
ISBN 978-9941-28-101-3 (PDF)
104 გვერდი
დამტკიცების თარიღი 28.02.2018
სალექციო კურსში განხილულია საკითხები, რომლებიც ეძღვნება ლოკალური და რეგიონალური ტექტონიკური ელემენტების, აგრეთვე ამ სტრუქტურების შემცველი ქანების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების როლის გარკვევას ენდოგენური საბადოების გამადნების ლოკალიზაციაში. აღწერილია მადნიანი პროვინციები და მადნეული სარტყლები; სხვადასხვა გენეტური ჯგუფის მადნეული ველებისა და საბადოების სტრუქტურულ-გეოლოგიური პოზიციები და ნაჩვენებია ნაოჭა ნაგებობების, რეგიონალური რღვევების და სხვა გეოლოგიური ელემენტების როლი ამ ველების განაწილებაში. მოცემულია მადნეული სვეტების სტრუქტურების აღწერა, რომლებიც მჭიდროდაა დაკავშირებული ინტრუზიული მასივების შინაგან აგებულებასთან, ვულკანურ ნაგებობებთან, ნაოჭებთან და წყვეტით აშლილობებთან. სალექციო კურსის ბოლო ნაწილში მოცემულია სტრუქტურული კვლევების მეთოდიკა. აქ განიხილება გეოლოგიური აგეგმვის, ნაპრალოვანი ტექტონიკის და მიკროსტრუქტურული ანალიზის მეთოდები. აქვეა მოცემული დეფორმაციის სხვადასხვა ეტაპზე წარმოქმნილი წყვეტითი აშლილობების გასწვრივ არსებული გადაადგილების შესწავლა და მათი რიცხვითი მახასიათებლების დადგენა. გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. იგი მნიშვნელოვან სამსახურს გაუწევს მაგისტრატურის მსმენელებს და საველე პირობებში მომუშავე ახალგაზრდა სპეციალისტებს.