ვ. გელეიშვილი, ნ. ჯაფარიძე, ს. გველესიანი

სტუდენტის საველე-გეოლოგიური პრაქტიკის გზამკვლევი

ბოლნისის მადნიანი რაიონი

image-1

უაკ 550.85

ISBN 978-9941-28-449-6

101 გვერდი

დამტკიცების თარიღი 04.04.2019


 

ნაშრომი „სტუდენტთა საველე-გეოლოგიური პარაქტიკის მეგზური (ბოლნისის მადნიანი რაიონი) შედგენილია იმ ცოდნის გასაღრმავებლად, რომელიც სტუდენტებს მიღებული აქვთ თეორიულ კურსში, ლაბორატორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებზე.

წიგნში აღწერილია წიაღისეულ საბადოებსა და მადანგამოვლინებებზე საველე დაკვირვებების ჩატარების და ფიქსირების სპეციალური მეთოდები.

საველე პრაქტიკის ჩასატარებლად შერჩეულია ბოლნისის მადნიანი რაიონის სხვადასხვა ტიპის მეტალური და არამეტალური საბადოები (მადანგამოვლინებები), მოცემულია შესაბამისი რუკები და ჭრილები. აღწერილია ათ საველე დღეზე გათვლილი 9 მარშრუტი, მათ შორის ერთი ორდღიანი მარშრუტის ჩატარება ღამის თევით, საველე ბანაკის მოწყობის თავისებურებების სწავლებით.

მარშრუტებში გათვალისწინებულია აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლების დათვალიერება, მოცემულია მათი ფოტოები და არქიტექტურული სქემები.

გამოცემა გამოადგება არა მარტო მადნეულის გეოლოგიის სპეციალობის სტუდენტებს, არამედ პრაქტიკოს გეოლოგებსაც.

 


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები