უაკ 663.5
ISBN 978-9941-28-159-4 (PDF)
40 გვერდი
დამტკიცების თარიღი 28.02.2018
სალექციო კურსში „სპირტის ტექნოლოგია“ მოკლედ განხილულია სპირტის წარმოების მეცნიერული საფუძვლები, სპირტის ტექნოლოგიის მიზანი და ამოცანები. დახასიათებულია ძირითადი ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ სპირტის ხარისხზე ნედლეულის მიღებიდან საბოლოო პროდუქციის ჩამოყალიბებამდე. დახასიათებულია სპირტის მისაღებად გამოყენებული ძირითადი ნედლეული, მათი საწარმოში მიღება, შენახვა, გადამუშავება, კლასიფიკაცია.განხილულია ტექნოლოგიური ციკლის ძირითადი უბნები. მკითხველისთვის საწარმოო პროცესების თანამიმდევრობა ადვილი გასაგები რომ იყოს, სალექციო კურსში მოცემულია პრინციპული ტექნოლოგიური სქემები და ძირითადი უბნების ტექნოლოგიური სქემები. ასევე განხილულია შესაბამისი ტექნოლოგიისათვის საჭირო მანქანა-დანადგარები და მათი მუშაობის პრინციპი, რათა შემდგომში წარმოებაში პრაქტიკული საქმიანობისას გამარტივებული იყოს ამ მანქანა-დანადგარების ოპერირება და მთლიანად საწარმოო პროცესების მართვა.წარმოების პრინციპული ტექნოლოგიური სქემა, ცალკეული უბნების ტექნოლოგიურ სქემებთან ერთად, უადვილებს მკითხველს სრული ტექნოლოგიური პროცესის ადვილად შესწავლას. სრული ტექნოლოგიური სქემა სტუდენტს საშუალებას აძლევს რეალურად მთლიანობაში წარმოიდგინოს საწარმოო მასშტაბი, რაც მომავალში ხელს შეუწყობს წარმოების სწორად მართვას. კონკრეტული უბნის ტექნოლოგიური სქემა სტუდენტს გაუადვილებს ადვილად დაინახოს პრობლემა, რაც შემდგომში დაეხმარება სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში. გამოცემა მომზადებულია საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისათვის. გათვალისწინებულია ტექნიკური მიმართულების სწავლების სტუდენტებისათვის.