უაკ 627.8
ISBN 978-9941-28-278-2 (PDF)
128 გვერდი
დამტკიცების თარიღი 28.02.2018
სალექციო კურსში გაშუქებულია შემდეგი თემები: მცირე სიმძლავრის ჰესებში გამოყენებული აქტიური და რეაქტიული ჰიდროტურბინების კონსტრუქციები, მათი ენერგეტიკული პარამეტრების გაანგარიშება, სიჩქარის ავტომატური რეგულატორების და დამხმარე ჰიდრომექანიკური მოწყობილობების კონსტრუქციული სქემები და გაანგარიშება-დაპროექტების საფუძვლები. ჰიდროტურბინების წინასატურბინო საკეტების და სადაწნეო მილსადენების სახეობები, მათი შერჩევის საფუძვლები, ჰიდროენერგეტიკული მოწყობილობების გაერთიანების სქემები სხვადასხვა ტიპის მიკროჰესისათვის, მცირე ჰესის წყალსაცავის გარემოზე შესაძლო ზემოქმედების, ჰიდროენერეგტიკული მოწყობილობების მონტაჟისა და ექსპლუატაციის თავისებურებები. ძირითადი ყურადღება ექცევა განხილული საკითხების მახასიათებელი თავისე-ბურებების და გაანგარიშებების მეთოდების წარმოჩენას. სალექციო კურსი სრულად შეესაბამება „ენერგეტიკის და ელექტროინჟინერიის“ სამაგისტრო პროგრამის „მიკრო-, მინი- და მცირე ჰესების ჰიდროენერგეტიკული მოწყობილობების დაპროექტება – 2“ სასწავლო კურსის სილაბუსს და განკუთვნილია სტუდენტებისათვის.