გ. არაბიძე, მ. გუდიაშვილი, ო. კიღურაძე, ი. ლომიძე თ. ჯიშკარიანი

ენერგოაუდიტი
სამრეწველო სექტორში
Industrial Energy Audit


image-1

უაკ 658.562

ISBN 978-9941-14-917-7

275 გვერდი

დამტკიცების თარიღი 04.03.2011


 

წინამდებარე დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია გაანალიზებულია ენერგეტიკული მენეჯმენტის მთავარი ამოცანები, ენერგეტიკული მენეჯმენტისა და ენერგიის ბუღალტრული აღრიცხვის სისტემები, სტანდარტული განტოლებათა სახეობები, ენერგეტიკული მენეჯმენტის სისტემები.
განსაზღვრულია ენერგომოხმარების საბაზო დონეები, ენერგეტიკული აუდიტის სახეები, ენერგეტიკულ სექტორში ჩასატარებელი გაზომვები, საზომი მოწყობიოლობები და გაზომვის მეთოდები.
განხილულია საწვავის წვის საფუძვლები, ენერგიისა და მასის ბალანსები, ენერგეტიკული ბალანსის შედგენის მიზნები, სამრეწველო და ენერგეტიკული ქვაბების ეფექტური მუშაობა, ორთქლის სისტემები, თბოგადამცემი აპარატები ცხელი ზედაპირების თბოიზოლაციის საკითხები, თბოსაიზოლაციო მასალები, თბოსაიზოლაციო ფენის ეკონომიკა, სამრეწველო საწარმოებში ელექტროენერგიის მოხმარების საკითხები, სიმძლავრის კოეფიციენტის კორექცია, სიმძლავრის დაბალი კოეფიციენტის გავლენა ენერგეტიკულ საწარმოებში და მომხმარებლებზე, რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაცია, ენერგოდაზოგვა ელექტროამძრავებში, ელექტროძრავების ექსპლუატაცია, დანაკარგები ელექტროძრავაში, ელექტროძრავის მუშაობის ეფექტურობაზე მოქმედი ფაქტორები, მაღალეფექტური ელექტროძრავები, ელექტროენერგიის ეფექტური გამოყენება, ენერგოდაზოგვა ტუმბოებში, ტუმბოების ეფექტურობის ამაღლება, ტუმბოს მახასიათებლების მრუდი და მსგავსების კანონები, ცენტრიდანული ტუმბოების მწარმოებლურობის რეგულირება, ენერგოდაზოგვა ვენტილატორებში, ვენტილატორების სიჩქარის რეგულირება, ელექტრომექანიკური ამძრავები, ელექტროღუმელების მუშაობა, ელექტროდაზოგვა განათების სისტემებში, განათება სამრეწველო საწარმოებში, სანათი ხელსაწყოები, ჰაერის კომპრესორები, დაბალპოტენციური სითბოს რეგენერაცია, ენერგოაუდიტის ეკონომიკური ანალიზის მეთოდები, პროექტის დაწვრილებითი ღირებულებითი  და ენერგოდამზოგი შეფასებები, პროექტის შეფასების მეთოდები.
დამხმარე სახელმძღვანელო შედგენილია ახალი სამაგისტრო პროგრამის „ენერგეტიკული აუდიტი“ კურუკულუმით გათვალისწინებული ამავე დასახელების საგნის სილაბუსის მიხედვით და განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკული პროფილის საინჟინრო და საინჟინრო-ეკონომიკური სპეციალობის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლიათ, აგრეთვე, პროფესიონალ ენერგოაუდიტორებს და უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებს.
სახელმძღვანელოს გამოცემა უზრუნველყოფილია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  მიერ დაფინანსებულ  „ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტის“  ფარგლებში. მის გამოცემას საფუძვლად დაედო (USAID)-ის კონტრაქტორს  kontraqtors  Advanced Engineering Associates International, Inc.-სა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის დადებული  #ECI-EDU-GA-05  საგრანტო ხელშეკრულება. 


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები