უაკ 620.9
ISBN 978-9941-14-918-4
155 გვერდი
დამტკიცების თარიღი 04.03.2011
საქართველოს ინდუსტრიულ, საყოფაცხოვრებო, კომერციულ და საზოგადოებრივ სექტორში კვალიფიციური ენერგომენეჯერების დეფიციტის პრობლემის გადასაწყვეტად დღის წესრიგში დადგა ენერგომენეჯმენტის სახელმძღვანელოს შექმნის აუცილებლობა. წინამდებარე სახელმძღვანელოში განხილულია ენერგომენეჯმენტის პროგრამები, პროექტების მენეჯმენტი, ენერგომენეჯმენტის ფინანსური ასპექტები და ენერგოაუდიტი, ენერგოუსაფრთხოება. სახელმძღვანელო სტუდენტებს მისცემს ფუნდამენტურ ცოდნას ენერგიის მოხმარების მართვის, წარმოებისა და გარდაქმნის ტექნოლოგიებში. განუვითარებს მათ რაოდენობრივი შეფასების, ენერგეტიკის საკითხების ანალიზის, პროგნოზირების, კაპიტალდაბანდებების და დანახარჯების გაანგარიშების, სასიცოცხლო ციკლის ეკონომიკური ანალიზის, გარემოზე ზეგავლენის შეფასებას, საქმიანობის ეფექტური დაგეგმვის და მართვის უნარ-ჩვევებს. სახელმძღვანელო განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის. სახელმძღვანელოს გამოცემა უზრუნველყოფილია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ „ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში. მის გამოცემას საფუძვლად დაედო (USAID)-ის კონტრაქტორს Advanced Engineering Associates International, Inc.-სა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის დადებული №ECI-EDU-GA-05 საგრანტიო ხელშეკრულება.