უაკ 62-5
ISBN 978-9941-20-299-5
114 გვერდი
დამტკიცების თარიღი 06.06.2013
სათბობის გაზიფიკაციის ქიმიური პროცესების თერმოდინამიკა, გამოვლენილია ტყიბულ-შაორის საბადოს ქვანახშირისაგან მიღებული გენერატორის აირების ენერგეტიკულ სათბობად გამოყენების შესაძლებლობები; შემუშავებულია ტყიბულ-შაორის საბადოს ქვანახშირის, როგორც საწვავი აირის საწყისი ნედლეულის შეფასების მეთოდიკა; გენერატორის აირის მიღების კომბინირებული გაანგარიშების მეთოდის გამოყენებით დადგენილია ტყიბულ-შაორის საბადოს ქვანახშირის გაზიფიკაციის დროს მიღებული გენერატორის აირის ძირითადი თბოტექნიკური მაჩვენებლები; გამოკვლეულია მყარი სათბობის გაზიფიკაციის პროცესები და განსაზღვრულია გენერატორის აირის ძირითადი მაჩვენებლები, დასაბუთებულია ნახშირის გაზიფიკაციის პროცესის გაანგარიშების კომპიუტრულ მოდელირებაზე გადასვლის აუცილებლობა; შექმნილია ნახშირის გაზიფიკაციის პროცესის გაანგარიშებისათვის საჭირო თბოტექნიკური მონაცემების ბაზა და დამუშავებულია ნახშირის გაზიფიკაციის პროცესის ინჟინრული გაანგარიშების ალგორითმები; შექმნილია გაანგარიშების კომპიუტერული მოდელი და განხორციელებიულია მისი აპრობაცია-რეალიზაცია Excel - ის ცხრილური პროცესორისა და Visual Basic for Application პროგრამირების ენის გამოყენებით. მონოგრაფია განკუთვნილია სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტისა და ინფორმატიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. აგრეთვე, ენერგეტიკის დარგში დასაქმებული საინჟინრო პერსონალისა და კომპიუტერული მოდელირებით დაინტერესებული ფართო წრისათვის.