უაკ 621.7/.9
ISBN 978-9941-28-314-7 (PDF)
416 გვერდი
დამტკიცების თარიღი 28.02.2018
სალექციო კურსში მოცემულია ლითონის დამუშავების ტექნოლოგიური პროცესების მექანიკურ-მათემატიკური და ფიზიკური თეორიის საფუძვლები. განხილულია ლითონის წნევით დამუშავების ახალი სპეციალიზებული პროცესები, ლითონის პლასტიკური დანაწევრების ხერხები და დანადგარები, საგლინ მანქანა-დანადგარებში დინამიკური და დარტყმითი მოვლენების ანალიზის და ძალების რაციონალური გაანგარიშების მეთოდები, პლაზმური დანაფარების მიღების ხერხები, ლითონების შედუღებისა და მიკროშედუღების საფუძვლები, კონტაქტური შედუღების ხარისხის ოპტიმიზაცია და ფოლადების პლაზმური განმტკიცების ტექნოლოგია, მოცემულია სფერულ-გრაფიტიანი და ბეინიტური თუჯების მიღების ახალი მეთოდები, კომპოზიციური მასალების დამუშავების წინაპირობები და ახალი ტექნოლოგიები.თავები: 1, 2 შესრულებულია ზ. ლომსაძის მიერ; 3, 4 – ს. მებონიას მიერ; 5, 6 – მ. ხუციშვილის მიერ; 7, 8, 9 – ზ. საბაშვილის მიერ; 10, 11, 12 – ვ. კოპალეიშვილის მიერ; 13 – რ. გვეტაძის მიერ.