უაკ 621.774.35
ISBN 978-9941-28-283-6 (PDF)
175 გვერდი
დამტკიცების თარიღი 29.06.2018
სალექციო კურსში მოცემულია ჭედვა-შტამპვის ძირითადი ტექნოლოგიური პროცესების დახასიათება და განვითარების მოკლე ისტორია. განხილულია: საწყისი მასალები და ნამზადები ჭედვისა და შტამპვისათვის; მათი მიღების ძირითადი მეთოდები; უდანაკარგო დანაწევრების პროცესები და მათი კლასიფიკაცია; ნამზადების გახურება და სხვადასხვა ტიპის გამახურებელი მოწყობილობა; ჭედვის ტექნოლოგიური პროცესი და ძირითადი სამჭედლო ოპერაციები; მოცულობითი ცხლად შტამპვის ტექნოლოგიური პროცესი და შტამპვის სახეები, უროებზე შტამპვის ტექნოლოგიური თავისებურებები; საშტამპავი გადასვლები, ნაჭედის დამზადების ტექნოლოგიური საფეხურები; მრუდმხარა ცხლად საშტამპავ წნეხებზე შტამპვა; წარმოებული პროდუქცია, პროცესის უპირატესობა და ნაკლი; წნეხის შტამპის კონსტრუქცია; ჰორიზონტალურ საჭედ მანქანებზე შტამპვა და მისი თავისებურებები, წარმოებული პროდუქცია; შტამპვის სპეციალიზებული პროცესები; ნაჭედის მოსაპირკეთებელი ოპერაციები; ფურცვლოვანი ლითონის ცივად შტამპვა და გამოჭიმვა.გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის „მასალათმცოდნეობის“ სპეციალობის ბაკალავრებისათვის.