მ. მჭედლიშვილი

სამეცნიეროკვლევის შედეგების დამუშავების მათემატიკური მეთოდები
ნაწილი 1

image-1

უაკ 51.66

ISBN 978-9941-28-172-3 (PDF) (ყველა ნაწილი), 978-9941-28-173-0 (PDF) (პირველი ნაწილი)

66 გვერდი

დამტკიცების თარიღი 28.02.2018


 

სალექციო კურსში, „სამეცნიერო კვლევის შედეგების დამუშავების მათემატიკური მეთოდები“, განხილულია სამეცნიეროკვლევით მიღებული შედეგების დამუშავებაში გამოყენებული მათემატიკური მეთოდები, ცხრილების და გრაფიკების სახით, მათი წარმოდგენის ძირითადი პრინციპები. შედეგების განზოგადება და კავშირის დამყარება ცდისეულ შედეგებს შორის.
განხილულია უმცირეს კვადრატთა მეთოდის და გასაშუალების მეთოდის გამოყენება, წინასწარ ცნობილი ფუნქციური დამოკიდებულების ამსახველი განტოლების კოეფიციენტების გამოსათვლელად, პროგრამული უზრუნველყოფა უმცირეს კვადრატთა მეთოდის გამოსაყენებლად. განხილულია ემპირიული ფორმულების სახეები, რომლებიც შეიძლება ასახავდეს ქიმიასა და ქიმიურ ტექნოლოგიაში კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებს შორის კავშირს. მოცემულია პრაქტიკული ხასიათის ამოცანები, მათი გადაწყვეტის გზები, მათ შორის პროგრამა Mathcad15-ის გამოყენებით.
გამოცემაგანკუთვნილია ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის, გარემოს დაცვის ინჟინერიის და მეტალურგიის სპეციალობის მაგისტრანტებისთვის. დახმარებას გაუწევს კვლევის შედეგების დამუშავების საკითხებით დაინტერესებულ სხვა პირებს.


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები