ზ. კოვზირიძე, ნ. ნიჟარაძე, ჯ. ანელი, გ. ტაბატაძე, მ. ბალახაშვილი

კერამიკული და პოლიმერული კომპოზიტების ტექნოლოგია


image-1

უაკ 546.261+546.171.1

ISBN 978-9941-28-693-3

640 გვერდი

დამტკიცების თარიღი 10.12.2020


 

სახელმძღვანელოში განხილულია კერამიკული და პოლიმერული კომპოზიციური მასალების მიღების ტექნოლოგიები და მათში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური პროცესები; მოცემულია მასალათა თვისებები და მათი გაუმჯობესების გზები, მასალათმცოდნეობის საკითხები, მასალათა თვისებების განსაზღვრის მეთოდები. შესწავლილია მასალათა აღნაგობა, გარე და შიგა ფაქტორების ზემოქმედება მასალათა თვისებებსა და სტრუქტურულ ცვლილებებზე, მათი გამოყენების სფეროები.

სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის. ასევე საინტერესო იქნება სამშენებლო, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის.

I ნაწილი შედგენილია პროფ. ზ. კოვზირიძის, II ნაწილი – პროფესორების: ზ. კოვზირიძის, ნ. ნიჟარაძის, გ. ტაბატაძისა და მ. ბალახაშვილის და III ნაწილი - პროფ. ჯ. ანელის მიერ.

ავტორები სიამოვნებით მიიღებენ მეცნიერთა შენიშვნებს.

 


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები