უაკ 536.421.5
ISBN 978-9941-520-09-9
496 გვერდი
დამტკიცების თარიღი 27.03.2025
მონოგრაფიაში განხილულია მყარი მასალების მიღების ტექნოლოგიები B4C-TiC-TiB2-SiC-BN-Al2O3-SiAlON-C სისტემაში და მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური პროცესები კერამიკული კომპოზიტების კონსოლიდაციის პროცესში. მოცემულია მასალის თვისებების დამოკიდებულება შერეული და მყარფაზური შეცხობის პროცესში: კარბიდების, ბორიდების, ნიტრიდების და სილიციდების ბაზაზე მიღებული კომპოზიტებისათვის. შესწავლილია კომპოზიტების მორფოლოგიური თვისებები ელექტრონულ-მიკროსკოპული, რენტგენოსტრუქტურული და ოპტიკური კვლევების საფუძველზე, გარე და შიგა ფაქტორების ზემოქმედება მასალათა თვისებებზე, სტრუქტურულ ცვლილებებზე. წარმოდგენილია ზ. კოვზირიძის მიერ შექმნილი მათემატიკური ფორმულები: დაშლის დაძაბულობის ენერგიის ფორმულა, მასალათა მექანიკური მოდულის ფორმულა, აღნიშნული ფორმულები დატესტილია წარმოდგენილ სხვადასხვა სტრუქტურული შედგენილობის მასალებზე.
განკუთვნილია ყველა იმ ფაკულტეტის და ინსტიტუტის თანამშრომლებისათვის, ვისაც აქვს შეხება მასალებთან, შეიძლება გამოიყენონ ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის, სამშენებლო, სატრანსპორტო, მანქანათმშენებლობის სპეციალობის სტუდენტებმა.