უაკ 65.012.8
ISBN 978-9941-28-792-3
66 გვერდი
დამტკიცების თარიღი 07.07.2021
სახელმძღვანელოში განხილულია საწარმოებში სანიტარიული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი ცნებები, სამრეწველო საწარმოების, სათავსებისა და მოწყობილობების მიმართ წაყენებული მოთხოვნები, როგორიცაა: ნედლეულისა და მასალების ტრანსპორტი, სასაწყობო მეურნეობა; საწარმოო სათავსები და მოწყობილობა.
სანიტარიული უსაფრთხოების ძირითადი პრაქტიკული ღონისძიებებია: საწარმოო სათავსების რაციონალური დაგეგმარება-განთავსება; სამუშაო ადგილების ორგანიზაცია; სავენტილაციო, განათების, წყალმომარაგების, გაზმომარაგების, გათბობის, საკანალიზაციო სისტემების მოწყობა და მათი უავარიო ფუნქციონირება; მომუშავეების უზრუნველყოფა საყოფაცხოვრებო-სანიტარიული მოწყობილობებით.
მოცემულია კონკრეტული საწარმოების სათავსებში გამოყენებული სავენტილაციო სისტემები, მათი სპეციფიკა, მავნე გამონაბოლქვიდან ჰაერის გაწმენდის საშუალებები და მეთოდები, საწარმოო სათავსების განათების თავისებურებები, განათების როლი ტექნოლოგიური პროცესის მიმდინარეობაში.
აღწერილია საწარმოებში რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთო სანიტარიული წესები, გამოსხივების წყაროებთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის სანიტარიულ-ტექნიკური სისტემები, ნარჩენების ჩამარხვის მეთოდები, ასევე სხვადასხვა პროფესიული პათოლოგიის წარმოქმნის მიზეზი, კლინიკური სურათი და თავიდან აცილების პროფილაქტიკური ღონისძიებები.სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, საწარმოო უსაფრთხოების დარგში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისათვის.