ლ. ჩხეიძე, ნ. ჯვარელია, ნ. მაჭავარიანი

საწარმოო ავარიები და
კატასტროფები

image-1

უაკ 004.6

ISBN 978-9941-28-007-8 (PDF)

200 გვერდი

დამტკიცების თარიღი 28.02.2018


 

სალექციო კურსში განხილულია საწარმოო ავარიებითა და კატასტროფებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციები, პოტენციურად საშიშ ობიექტებზე ავარიის სახეები, მათი წარმოქმნის მიზეზები და შედეგები, ტექნოგენური საფრთხეების წარმოქმნის მექანიზმები, საფრთხეების თავიდან აცილებისა და შედეგების ლიკვიდაციის მეთოდები; ტექნოგენური საგანგებო სიტუაციის წარმოქმნისას უსაფრთხო ქცევისა და ადამიანთა დაზიანებისას პირველადი დახმარების წესები.
წიგნის ტექსტი შეხამებულია სქემებთან, ნახაზებთან და ცხრილებთან, რაც მკითხველს გაუადვილებს თეორიული მასალის აღქმასა და დამახსოვრებას. გამოცემას თან ერთვის ტექნოგენურ ავარიებსა და კატასტროფებთან დაკავშირებული ტერმინების განმარტებები და ძირითადი ცნებები.
სალექციო კურსი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „უსაფრთხოების ინჟინერიისა და რისკების შეფასების“ და საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის“ სტუდენტებისათვის. ნაშრომი დახმარებას გაუწევს წარმოებაში დასაქმებულ ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს, შრომის დაცვისა და პროფესიული უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელ პირებსა და ტექნიკურ ინსპექტორებს, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებსა და უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებულ მკითხველს.


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები