უაკ 669/66.013
ISBN 978-9941-512-90-2
272 გვერდი
დამტკიცების თარიღი 25.12.2024
სახელმძღვანელოში განხილულია ქიმიური და მეტალურგიული მრეწველობის საწარმოებში პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ასპექტები, ქიმიური და მეტალურგიული საწარმოებისთვის დამახასიათებელი შრომის ექსტრემალური პირობები, ძირითადი საწარმოო მავნეობები, პროფესიული დაავადებები, ტრავმატიზმის ლიკვიდაციისა და შრომის პირობების გაჯანსაღების და ჯანმრთელობის დაცვის საკითხები. ყურადღება გამახვილებულია ტექნოლოგიური პროცესების ჩატარებისა და მოწყობილობის მუშაობის უსაფრთხო პირობებზე.
გაანალიზებულია ისეთი ფაქტორებისაგან დაცვის ღონისძიებები, როგორიცაა ჰაერის დაბინძურება, ჭარბი სითბო და თბური გამოსხივება, ელექტრომაგნიტური ველი, ხმაური, ვიბრაცია, ულტრა- და ინფრაბგერა, რადიოაქტიური და ლაზერის გამოსხივება, ხანძარი და აფეთქება, გარემოს დაბინძურება. გაშუქებულია შრომის უსაფრთხოებისა და პირობების გაჯანსაღების საკითხები.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა „საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის“ სპეციალობის სტუდენტებისათვის.