ლ. ჩხეიძე
ქიმიური და მეტალურგიული საწარმოების უსაფრთხოება

უაკ 669/66.013
ISBN 978-9941-512-90-2
272 გვერდი
დამტკიცების თარიღი 25.12.2024
სახელმძღვანელოში განხილულია ქიმიური და მეტალურგიული მრეწველობის საწარმოებში პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ასპექტები, ქიმიური და მეტალურგიული საწარმოებისთვის დამახასიათებელი შრომის ექსტრემალური პირობები, ძირითადი საწარმოო მავნეობები, პროფესიული დაავადებები, ტრავმატიზმის ლიკვიდაციისა და შრომის პირობების გაჯანსაღების და ჯანმრთელობის დაცვის საკითხები. ყურადღება გამახვილებულია ტექნოლოგიური პროცესების ჩატარებისა და მოწყობილობის მუშაობის უსაფრთხო პირობებზე.
გაანალიზებულია ისეთი ფაქტორებისაგან დაცვის ღონისძიებები, როგორიცაა ჰაერის დაბინძურება, ჭარბი სითბო და თბური გამოსხივება, ელექტრომაგნიტური ველი, ხმაური, ვიბრაცია, ულტრა- და ინფრაბგერა, რადიოაქტიური და ლაზერის გამოსხივება, ხანძარი და აფეთქება, გარემოს დაბინძურება. გაშუქებულია შრომის უსაფრთხოებისა და პირობების გაჯანსაღების საკითხები.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა „საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის“ სპეციალობის სტუდენტებისათვის.
ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები
- საწარმოო სანიტარია – ნ. ჯვარელია, ლ. ჩხეიძე, ს. გიგაური
- ექსტრემალური საწარმოო პირობები – ლ. ჩხეიძე
- საწარმოო გარემოს სანიტარიული უსაფრთხოება – ნ. ჯვარელია, ლ. ჩხეიძე, ს. გიგაური
- საწარმოო ავარიები და კატასტროფები - ქიმიურად საშიშ ობიექტებზე ავარიის შედეგების პროგნოზირება – ლ. ჩხეიძე, ს. გიგაური
- უსაფრთხოების უზრუნველყოფა სამაცივრო მეურნეობაში – ს. გიგაური, ლ. ჩხეიძე, ნ. მაჭავარიანი
- საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციის მართვა – ლ. ჩხეიძე, ნ. მაჭავარიანი, ნ. ჯვარელია
- საწარმოო ავარიები და კატასტროფები – ლ. ჩხეიძე, ნ. ჯვარელია, ნ. მაჭავარიანი
- ტექნოსფერო და ეკოსისტემების დეგრადაცია – ლ. ჩხეიძე
- საწარმოო ავარიები და კატასტროფები – ლ. ჩხეიძე, ნ. ჯვარელია, ნ. მაჭავარიანი
- გარემოს დაბინძურება ფიზიკური ფაქტორებით – ლ. ჩხეიძე
- შრომის ჰიგიენა მრეწველობის ცალკეულ დარგებსა და საწარმოებში (შრომის კერძო ჰიგიენა) – ლ. ჩხეიძე, ნ. ჯვარელია
- საწარმოო ესთეტიკა და ერგონომიკა – ლ. ჩხეიძე
- შრომის დაცვა – ლ. ჩხეიძე, ნ. ჯვარელია
- საგანგებო სიტუაციების მართვის საკანონმდებლო ბაზა – ლ. ჩხეიძე, მ. ქიტოშვილი
- ექსტრემალური საწარმოო პირობები და პირველადი დახმარება – ლ. ჩხეიძე
- საწარმოო გარემოს ჰიგიენური უსაფრთხოება – ლ. ჩხეიძე, ნ. ჯვარელია
- საინჟინრო უსაფრთხოება განმარტებითი ლექსიკონი – †ნ. ბოჭორიშვილი, ა. ფრანგიშვილი, ლ. ჩხეიძე
- ტექნოგენური საგანგებო სიტუაციის დროს ქიმიური მდგომარეობის შეფასება და პროგნოზირება – ლ. ჩხეიძე, ნ. ჯვარელია, ნ. მაჭავარიანი