უაკ 621.7/9
ISBN 978-9941-520-17-4 (ყველა ნაწილი); 978-9941-520-19-8 (მეორე ნაწილი)
136 გვერდი
დამტკიცების თარიღი 27.03.2025
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ლითონსაჭრელი იარაღების ძირითადი ტიპები, გეომეტრიული პარამეტრები და გამოყენების ეფექტური არეები როგორც მჭრელი იარაღების და დასამუშავებელი მასალების თვისებებიდან, ისე ჭრის პირობებიდან გამომდინარე. მოცემულია მათი განვითარების ტენდენციები სხვადასხვა ქვეყნის ტექნიკური უნივერსიტეტების ანალოგიური პროგრამების გამოცდილების საფუძველზე, ასევე ლითონსაჭრელი იარაღების ნახაზები და მათი ნაირსახეობიდან განხილულია ისეთი გავრცელებული ტიპები, როგორიცაა: ფრეზები, ცილინდრული კბილანა თვლების კბილსაჭრელი იარაღები, კუთხვილსაჭრელი (საკუთხავი) იარაღები, აბრაზიული იარაღები, იარაღების კონსტრუქციის თავისებურებანი ავტომატიზებული წარმოებისათვის.
სახელმძღვანელოზე მუშაობის პროცესში კრიტიკულად არის გაანალიზებული და ნაწილობრივ გამოყენებული განსაკუთრებით საინტერესო ნიმუშები სხვადასხვა დანიშნულების სახელმძღვანელოდან, საცნობარო ან სარეკლამო მასალებიდან და, რაც მთავარია, სამეცნიერო სახის პუბლიკაციებიდან, საჭრელი იარაღების ტიპებისა და მათი ეფექტურად გამოყენების შესახებ.
განკუთვნილია მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების პროგრამის სამივე საფეხურის სტუდენტებისა და ასევე ნებისმიერი მონათესავე მიმართულების ახალგაზრდა მეცნიერთათვის.