რ. თურმანიძე, ვ. შილაკაძე, გ. ფოფხაძე

ლითონსაჭრელი იარაღების კონსტრუქციები, გეომეტრიული პარამეტრები და გამოყენების ეფექტური არეები
II ნაწილი

image

უაკ 621.7/9

ISBN 978-9941-520-17-4 (ყველა ნაწილი); 978-9941-520-19-8 (მეორე ნაწილი)

136 გვერდი

დამტკიცების თარიღი 27.03.2025


 

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ლითონსაჭრელი იარაღების ძირითადი ტი­პები, გეომეტრიული პარამეტრები და გამოყენების ეფექტური არეები როგორც მჭრელი იარაღების და დასამუშავებელი მასალების თვისებებიდან, ისე ჭრის პირობებიდან გამომდინარე. მოცემულია მათი განვითარების ტენდენციები სხვადასხვა ქვეყნის ტექ­ნიკური უნივერსი­ტე­ტების ანალოგიური პროგრამების გამოცდილების საფუძველზე, ასევე ლითონსაჭრელი იარა­ღების ნახაზები და მათი ნაირსახეობიდან განხილულია ისეთი გავრცელებული ტიპები, რო­გორიცაა: ფრეზები, ცილინ­დრული კბილანა თვლების კბილსაჭრელი იარაღები, კუთხვილ­საჭ­რელი (საკუთხავი) იარაღები, აბრაზიული იარაღები, იარაღების კონსტრუქციის თავისებუ­რებანი ავტომატიზებული წარ­მოებისათვის.

სახელმძღვანელოზე მუშაობის პროცესში კრიტიკულად არის გაანალიზებული და ნაწილობრივ გამოყენებული განსაკუთრებით საინტერესო ნიმუშები სხვა­დასხვა დანიშნულების სახელმძღვანელოდან, საცნობარო ან სარეკლამო მასალებიდან და, რაც მთავარია, სამეცნიერო სახის პუბლიკაციებიდან, საჭრელი იარაღების ტიპებისა და მათი ეფექ­ტურად გამოყენების შესახებ.          

განკუთვნილია მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების პროგრამის სამივე საფეხურის სტუდენტებისა და ასევე ნებისმიერი მონათესავე მიმართულების ახალგაზრდა მეცნიერთათვის.


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები